ინტელის სასწავლო კურსი პროექტზე დაფუძვნებული სწავლება
Wednesday, July 11, 2018
დღე მეცხრე
რეფლექსია
ტრენინგის IX დღეს გავეცანი მეშვიდე მოდულს ,,ფასილიტაცია მოდულებით."მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. ვნახეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.
ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტებით სწავლება" მომცემს საშუალებას შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გავზარდო მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.დღევანდელი დღე იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი.მადლობა ჩვენს უძალიანმაგრეს ტრენერს ქალბატონ რუსა მარკოზაშვილს <3
Friday, July 6, 2018
დღე მერვე
რეფლექსია
პროექტის VIII დღეს გავუზიარეთ ერთმანეთს ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. გავეცანი მეხუთე მოდულს. მოვძებნე დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის, დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს, გზამკვლევები, შაბლონები, ფორმები. შევქმენი დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო აქტივობის ბარათები,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების დადგენას. გადავხედე პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
Wednesday, July 4, 2018
დღე მეშვიდე
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის VII დღეს განვიხილეთ მოდული 5. ,, მოსწავლეთა პროექტების შეფასება". გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,პროექტის მიზნიდან და აქტივობიდან გამომდინარე შევავსე პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო, სადაც თითოეულ ეტაპზე მივუთითე პროექტის შესაბამისი მეთოდი და ინსტრუმენტი. გავეცანი შემაჯამებელი შეფასების ფორმებს და ავირჩიე ჩემი პროექტისთვის. გავეცანი შეფასების ბიბლიოთეკის რესურს tpdc.ge/essentials/rubrics.
Friday, June 29, 2018
დღე მეექვსე
რეფლექსია
ტრენინგის მე-6 დღეს ვუმუშავე ბლოგზე, ავტვირთე პროექტის ბუკლეტი და პროექტი. გავეცანი მეოთხე მოდულს ,,სასწავლო ნამუშევრების შექმნა." ვნახე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, გაზეთების შაბლონები და დავიწყე გაზეთის შექმნა მოსწავლის როლში.
Wednesday, June 27, 2018
დღე მეხუთე
რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შენახვა. განვიხილე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმუშავე ბლოგზე, ვისწავლე გაფორმება, დავამატე გვერდები. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის ბუკლეტი და პრეზენტაცია.დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი.
ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შენახვა. განვიხილე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმუშავე ბლოგზე, ვისწავლე გაფორმება, დავამატე გვერდები. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის ბუკლეტი და პრეზენტაცია.დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
ინგლისური ენის ისტორია
-
რეფლექსია პროექტის VIII დღეს გავუზიარეთ ერთმანეთს ნაშრომები...